სსიპ- ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის დეკანის
ბრძანება
თსუ რექტორის 2025 წლის 16 დეკემბრის №311/01-01 („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“) და №312/01-01 („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“) ბრძანებების აღსრულების მიზნით
ვბრძანებ:
1. მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
- ნინო ჭალაგანიძე - აპარატის უფროსი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
- ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი;
- მარინა ხურცილავა - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის სპეციალისტი;
2. აპარატმა საკონკურსოდ შემოტანილი საბუთები წარუდგინოს საკონკურსო კომისიას 2026 წლის 23 იანვრის 18:00 საათამდე.
- ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი